ინფორმაცია საღამოს სკოლა 2020-2021 სასწავლო წლის შესახებ!
- 25 აგვისტო, 2020
ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო,
რეგისტრაცია საღამოს სკოლაში დაიწყება მიმდინარე წლის 3 სექტემბერს. ამავე დღეს, სკოლის ვებ გვერდზე, განთავსდება დეტალური ინფორმაცია პროგრამის შინაარსის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და სწავლის საფასურის შესახებ.
დარეგისტრირებულთაგან გასაუბრების გარეშე ჩაირიცხებიან მოსწავლეები რომლებმაც:
მე-7 კლასის მისაღებ გამოცდაზე მიიღეს 10 ან მეტი ქულა;
2019-20 სასწავლო წელს სარგებლობდნენ საღამოს სკოლის მომსახურებით.
ყველა სხვა მსურველსისათვის, ჩატარდება ტესტირება, რომლის თარიღიც გამოცხადდება არაუგვიანეს 3 სექტემბერისა.
კომაროვის სკოლა გისურვებთ ჯანმრთელობას!